რისი მომამზადებელია, არ გადამრიოთ, დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია ჯერ კიდევ - ნათელაშვილი ივანიშვილზე
რისი მომამზადებელია, არ გადამრიოთ, დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია ჯერ კიდევ - ნათელაშვილი ივანიშვილზე

A+ A-

15:40 09/11/2019

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პირველი “ლეიბორისტის“ გაცხადებით, ივანიშვილი მისი მეზობელი იყო და მის თვალწი პარფიუმერიასა და ნარკოტიკებს ყიდდა.

“ვიზიარებ მისი აბიტურიენტების მწუხარებას, რომლებიც მის სიახლოვეს არავის უნახავს. უფრო სერიოზულად კი ეს არსება ყველაფერში ურცხვი ცრუპენტელაა. კარის მეზობელი მაინც არ იყოს, ერეკლეს მოედანზე. ჩემს თვალწინ ყიდდა პარფიუმერიას, შემდგომ მოსკოვიდან ჩამოტანილ ავეჯს, უფრო მეტიც მეზობლის გაყიდვაში დამხმარე ქალბატონებს შეპირებულ 50 მანეთს ხშირად არ აძლევდა, რის გამოც ისინი დასახმარებლად მე მომმართავდნენ. აღარაფერს ვამბობ ბოროტ ხმებზე, რომ ნარკოტიკებსაც ყიდიდა უბანში. ეტყობა, მაშინ მოუვიდა აზრად საქართველო ნარკოპლანტაციად ექცია. რისი მომამზადებელია არ გადამრიოთ, დანაწევრებული მეტყველება არ ჩამოყალიბებია ჯერ კიდევ“ , - წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.