ქართული საზოგადოება არის ბრძენი და თვითონ განსაზღვრავს, რომელ კინოში წავა - ხაზარაძე
ქართული საზოგადოება არის ბრძენი და თვითონ განსაზღვრავს, რომელ კინოში წავა - ხაზარაძე

A+ A-

13:46 09/11/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გუშინ კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება არის ბრძენი და თვითონ განსაზღვრავს, რომელ კინოში წავა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის კატეგორიულად ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას.

„მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის, რაც კანონით არის დაშვებული, არ შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით, მუქარის ფონზე მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილება, ყურება, მით უმეტეს, ცენზურის ელემენტები გაჩნდა. ეს არის მიუღებელი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.