წულუკიანი თეა, ციხის მაღაზიაში 1 კგ მოხარშული ხორცი 59 ლარი ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი? - ირაკლი ოქრუაშვილი
წულუკიანი თეა, ციხის მაღაზიაში 1 კგ მოხარშული ხორცი 59 ლარი ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი? - ირაკლი ოქრუაშვილი

A+ A-

12:40 09/11/2019
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს.
"წულუკიანი თეა, რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი. თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი? კობეს, ვაგუს და შაროლეს ხორცი არ ღირს პარიზის რესტორნებში მაგდენი.
P.S. პოსტის დაწერიდან მეორე დღეს საწოლი შემიცვალეს. ბარემ ერთი კარგი საქმეც გააკეთეთ“, - ირაკლი ოქრუაშვილი.
 
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
 
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.