ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არ გააუქმა დაგეგმილი კინოჩვენება - ლევან აკინი
ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არ გააუქმა დაგეგმილი კინოჩვენება - ლევან აკინი

A+ A-

12:07 09/11/2019

 “და ჩვენ ვიცეკვებთ“ რეჟისორის ლევან აკინის განცხადებითმ ამაყია, რადგან მისი ფილმის ჩვენება არცერთ ქართულ კინოთეატრში არ გაუქმებულა. ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა ინსტაგრამის გევრდზე დაწერა.

"ამაყი ვარ, რომ არც ერთმა კინოთეატრმა არ გააუქმა დაგეგმილი კინოჩვენებები და სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართველმა მაყურებელმა ფილმი ნახა! აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ ადამიანით, ვინც არ შეუშინდა და იდგა მყარად", - წერს აკინი ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კინოთეატრებში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.