პანკისის ხეობაში სახლი დაიწვა
პანკისის ხეობაში სახლი დაიწვა

A+ A-

11:36 09/11/2019

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურებულია ქუშანაშვილების საცხოვრებლის დიდი ნაწილი და კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები.

დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

ხანძრის ჩაქრობას ახმეტისა და თელავის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.