“თბილისი მოლთან“ სასულიერო პირები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ
“თბილისი მოლთან“ სასულიერო პირები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ

A+ A-

19:16 08/11/2019

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას „თბილისი მოლთანაც“ აპროტესტებენ. 

„უზნეობა ძალადობისა და ნარკომანიის საწინდარია, ამ ფილმის ჩვენება ქრისტეს მეორედ ჯვარცმაა“- ამ ლოზუნგით „თბილისი მოლთან“ სასულიერო პირები და მოქალაქეები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის გამართვას აპროტესტებენ. სასულიერო პირებმა და შეკრებილებმა ადამიანებმა ლოცვა აღავლინეს.

„ვაპროტესტებთ გარყვნილების პროპაგანდას საქართველოში. ხელის შეშლა ნიშნავს, რომ ადამიანებს ვუქადაგოთ, რომ არ შეიძლება შიგნით შესვა და ამ უზნეო ფილმის ყურება. აქ არანაირ ძალადობაზე არ არის საუბარი“, - განაცხადა აქციაზე მყოფმა მამა ათანასემ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის ჩვენება „თბილისი მოლში“ მდებარე კინოთეატრ „კავეაში“ 19:30 საათზე დაიწყება.