სროლა "ამირანთან" - აქციის მონაწილემ კინოთეატრის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლა
სროლა "ამირანთან" - აქციის მონაწილემ კინოთეატრის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლა

A+ A-

19:04 08/11/2019

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე "ამირანთან" სადაც ჰომოფობიური და აგრესიული ჯგუფები ისმოდა, სროლის ხმა ისმოდა.

ადგილზე სამი გასროლის ხმა გაისმა, ისროლეს გაურკვეველი ნივთიერებიდან, თუმცა ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი.

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ის ვერ გააკონტროლებს ვინ ისროლა.

მისივე განცხადებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემოგზავნილი პროვოკატორის ქმედება.

"თქვენ გესროლათ ვინმემ? ვინმე თუ დაშავდა ეს იქნებოდა ცუდი"- თქვა ბრეგაძემ, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე.

მისივე შეფასებით, "ასეთ რაღაცეებს ბავშვები ყოველ ახალწელს ისვრიან".

ბრეგაძემ მედიას უთხრა ისიც, რომ მომხრეა მდუმარე აქცია გამართონ.

"მე თუ მკითხავთ, ჩვენ უნდა დავსხდეთ ასფალტზე"- აღნიშნა ბრეგაძემ.