ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთან“ მოქალაქეები “და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ
ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოსთან“ მოქალაქეები “და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ

A+ A-

16:35 08/11/2019

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, მათი თქმით, კინოჩვენებაზე შეჭრას არ აპირებენ.

„შებღალულია ქართული ცეკვა, არაფერი წმინდა აღარ დარჩა. ჩვენი მიზანია დავინახოთ, რომელი ბათუმელი მოვა კინოჩვენებაზე. ჩვენ შიგნით შეჭრას არ ვაპირებთ. აქ არანაიირი მარში და ორგანიზაცია არ არის",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვატო მებუნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ „ქართული მარში“, ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.