როგორც იქნა მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს - მამუკა ხაზარაძე
როგორც იქნა მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

13:47 08/11/2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმის არსებითი განხილვა სხდომა გადაიდო. როგორც იქნა მეც გავერკვიე, რაში გვდებენ ბრალს, - განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბარში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია.

"თურმე იურიდიული პირიდან სესხის აღება 17%-იანი სარგებლით, ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და შემდგომ გადარიცხვა, არის ფულის გათეთრება. საბოლოო ჯამში, ასე ჩამოყალიბდა ჩვენ წინააღმდეგ ბრალდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც აუღია სესხი, მაღალპროცენტიანი თუ დაბალპროცენტიანი, გადაუხურდავებია დაუკონვერტირებია სხვა ვალუტაში, იმიტომ რომ შიდა გადარიცხვები მოგეხსენებათ, ლარებით უნდა მოხდეს და უცხოეთში გადარიცხვა უნდა მოხდეს იმ ვალუტაში, რომელშიც ის არის გადასარიცხი, შესაბამისად, ყველა ადამიანი საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს არის კანონმდებლობით დარეგულირებული რამ, უნდა იყოს ახლა ჩვენთან ერთად. აი, ასეთ აბსურდამდე მივიდა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა", - განაცხადა ხაზარაძემ.