თელავში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თელავში ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

A+ A-

13:40 08/11/2019

თელავში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა რადენიმე წუთის წინ ალაზნის ქუჩაზე მოხდა.

გაზგასამართ სადგურზე მსუბუქი მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შედეგად მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია.