არ მესმის, ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა მოუნდეს ორი პიდარასტის ურთიერთობაზე ფილმის ყურება - ცოტნე გამსახურდია
არ მესმის, ნორმალურ ადამიანს რატომ უნდა მოუნდეს ორი პიდარასტის ურთიერთობაზე ფილმის ყურება - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

11:54 08/11/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“-ს პრემიერას  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ცოტნე გამსახურდიასთვის მიუღებელია ფილმის შინაარსი, თუმცა ძალადობის ფაქტს გმობს.

“არ მესმის, რატომ უნდა მოუნდეს ნორმალურ ადამიანს გადახრების გარეშე, ორი პიდარასტის ურთიერთობაზე კინოფილმის ყურება. ეს ლგბტ ლობის ზღაპრები, რომ დახუნძლავენ ყველა უნიჭობას სხვადასხვა ჯილდოებით, მოუმწიფებელ გონებაზე და ბავშვებზე ზემოქმედებისთვის, ესეც არახალია. სწორედ ასე აფარებს ათასგვარი უნიჭო მჯღაბნელი და რეჟისორი ამ თემას თავს: გადაიღე, წერე „ხურუშიანებზე“ და ჯილდოები და პრიზები გარანტირებული გაქვს! უზარმაზარი ლობი იბრძოლებს შენი წარმატებისთვის, როცა სხვანაირად - შენი ნიჭითა და ცოდნით თავად უნდა დაიცვა თავი მათგანვე, მათ შორის. ასევე, სრულიად იაფფასიანი და სასაცილოა, ნაციონალური ქართული სამოსის, ჩოხის ჩართვა ამათი ხნაურის სცენებში. არ ვეთახმები კინოებში კომბლებით მივარდნას, მაგრამ ნამდვილად მეცოდება ის "პრადვინუტი" ბიდლო, ვინც იქ მივა ამ საცოდაობის საყურებლად“, - წერს ცოტნე გამსახურდია.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20:00 საათზეა დაგეგმილი.