თქვენი ოთხფეხა მეგობრების გასეირნება 11 წლის ნიკუშასთან ერთად, სულ რაღაც 5-დან 9 ლარამდე დაჯდება
თქვენი ოთხფეხა მეგობრების გასეირნება  11 წლის ნიკუშასთან ერთად, სულ რაღაც 5-დან  9 ლარამდე დაჯდება

A+ A-

16:57 06/11/2019

11 წლის ნიკუშა  პეკინის, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებზე მცხოვრებლებს ძაღლების  გასეირნებას სთავაზობს.  თქვენი ოთხფეხა მეგობრების გასეირნება  11 წლის ნიკუშასთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში , სულ რაღაც 5-დან 9 ლარამდე დაჯდება.

ნიკუშას ეს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა მოზარდის მონდომებას აქებს.  თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ,, რომ  11 წლის ბავშვი ამ საქმიანობით ბავშვობას კარგავს და აქამდე სახელმწიფოს არ უნდა მიჰყავდეს მდგომარეობა.