ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ
ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ

A+ A-

14:42 06/11/2019

ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. საოკუპაციო რეჟიმის სამშენებლო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ საქმის კურშია ევროკავშირი და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმმა გაზაფხულზე ახალი ე.წ. საგუშაგო ააშენა. გაიყვანა გზა და საოკუპაციო ზოლი რამდენიმე ათეული მეტრით გადმოწია.

სამართალდამცველები ჟურნალისტებს სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.