ეკა ბესელია არის ძუნძგლი! სოფო კილაძის თემა გააბაზრა - ელისო კილაძე
ეკა ბესელია არის ძუნძგლი! სოფო კილაძის თემა გააბაზრა - ელისო კილაძე

A+ A-

15:41 05/11/2019

ჟურნალისტი ელისო კილაძე დეპუტატ სოფო კილაძეზე მეუღლის მხრიდან  ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტის გახმაურებას ასევე დეპუტატ ეკა ბესელიას აბრალებს.  ჟურნალისტი ეკა ბესელიას თემის „გაბაზრების“ გამო „ძუნძგლიანს“ უწოდებს.

გთავაზობთ, ელისო კილაძის სტატუსს: 

„საერთოდ არ ვთვლი, რომ სოფიო კილაძის მოძალადე ქმრის შემაკავებელ ორდერზე უნდა ვიღლიცინოთ ! ჩემი სოლიდარობა მას !

p.s.ეკა ბესელია არის ძუნძგლი !(თემა გააბაზრა)

#წერტილი“, - წერს ელისო კილაძე. 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეზე მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.  31 წლის ავთანდილ  ხარაძეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.  ძალადობის ფაქტმა სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.