ე.წ. სამხრეთ ოსეთის “შეიარაღებული ძალები“, სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “შეიარაღებული ძალები“, სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმზეა გადაყვანილი

A+ A-

15:47 25/10/2019

დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტმა იბრაგიმ გასეევმა გასცა ბრძანება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების“ სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმში გადაეყვანათ. აღნიშნულ ინფორმაციას „სპუტნიკ-ოსეტია“ ავრცელებს.

ე.წ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ცნობით, „გადაყვანა განხორციელდა სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოების ოპერატიული მზაობის შესამოწმებლად სხვადასხვა პირობებში“.

გამოცემის ცნობით, ქვედანაყოფებისა და სამსახურების საბრძოლო პოლიგონზე დისლოცირება მოხდება, სადაც ისინი „საბრძოლო-სასწავლო ამოცანებს შეასრულებენ“.