20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ილია მემარნიშვილმა ბრალი აღიარა
20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ილია მემარნიშვილმა ბრალი აღიარა

A+ A-

18:58 21/10/2019

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია მემარნიშვილმა წარდგენილი ბრალი აღიარა, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე მუკბანიანმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა ცალკე წარმოებად გამოიყოს მემარნიშვილის სისხლის სამართლის საქმე.

„დღეს ბრალდებულის სურვილი და პოზიცია ასეთი იყო.შესაბამისად, შუამდგომლობით მივმართე სასამართლოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ფაქტობრივად, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები უდავოდ გახადა", - განაცხადა ალექსანდერე მუკბანიანმა.

ასევე, 20-21 ივნისის აქციის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მკაფიოდ ჩანს, რომ „მთელი ეს პროცესები ემსახურება გიორგი გახარიას მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას".

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელმა სასამართლო პროცესმაც აჩვენა, რომ დაწყებული გამოძიება ფარსია.