პარლამენტში ხვალ გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ
პარლამენტში ხვალ  გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

A+ A-

18:43 21/10/2019

პარლამენტი ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენს. მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაიმართება.

ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი წარუდგინა, მათგან პარლამენტმა უკვე 11-ს მოუსმინა.