მოზარდს, რომელსაც “გოცირიძესთან“ მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ეკეთა და სიგნალის ხმა ვერ გაიგონა - შემთხვევის დეტალები
მოზარდს, რომელსაც “გოცირიძესთან“  მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ეკეთა და სიგნალის ხმა ვერ გაიგონა - შემთხვევის დეტალები

A+ A-

18:36 21/10/2019

12 წლის ბიჭი ღრმა კომაშია, მას თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან, - მოზარდს, რომელსაც მეტროსადგურ „გოცირიძესთან“სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგონა.

 
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო. ბიჭი ქვეითთა ბილიკს მიჰყვებოდა და ლიანდაგის გადაჭრა ვერ მოასწრო. თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო. მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.