დასმულ კითხვებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი ძირითადად იყო - არ მიფიქრია
დასმულ კითხვებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი ძირითადად იყო - არ მიფიქრია

A+ A-

18:19 21/10/2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დასმულ კითხვებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლევან მიქაბერიძის პასუხები ძირითადად იყო - „არ მიფიქრია“.

ამასთან დაკავშირებით კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ მას მიუთითა, ხომ არ არის ჯერ კიდევ დრო, კონკრეტულ საკითხებზე იფიქროს და შემდეგ სცადოს ბედი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობაზე.

„სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, გულწრფელი ხართ იმაში, რაც არ იცით. რაზეც არ გაქვთ პასუხი, იმაზე გულწრფელად ამბობთ, რომ არ გიფიქრიათ და ეს ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა ძალიან ხშირი იყო პასუხი „არ მიფიქრია“. ხომ არ თვლით, რომ ეს ფრაზა „ არ მიფიქრია“ სწორედ იმის ნაკლებობის შედეგია, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით - რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ბევრი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რომ ამ საკითხებზე ფიქრის საშუალებაც ჰქონდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კიდევ ხომ არ არის ჯერ დრო, რომ პრაქტიკამ ამ საკითხებზე ფიქრის საშუალება მოგცეთ და შემდეგ სცადოთ ბედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე?“, - მიმართა გიორგი მშვენიერაძემ მოსამართლეობის კანდიდატს.