გლდანში მდებარე კაზინოდან 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
გლდანში მდებარე კაზინოდან 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

A+ A-

18:10 21/10/2019

გლდანში, ერთ-ერთ სამორინეში გაზის გაჟონვის შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გარეთ, ქუჩაში გაჟონა, შენობაში კი სავენტილაციო სისტემით მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.