სვანეთში 18 წლის სპორტსმენი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა
სვანეთში 18 წლის სპორტსმენი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

A+ A-

17:47 21/10/2019

ჭუბერის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარსგურიში სკოლის სპორტდარბაზში, ვარჯიშის დროს მე-12 კლასელმა გოგა ჩხეტიანმა თავის ტრავმა მიიღო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ა.(ა).ი.პ. მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისდირექტორმა ჯემალ კვანჭიანმა განუცხადა.

„ჩვენ ჭუბერში გვაქვს სპორტდარბაზი,სადაც გვყავს რა თქმა უნდა ექიმი. ეს საწყალი ბიჭი კი სკოლის (ყარსგურიში) სპორტდარბაზში დადიოდა, მოყვარული სპორტსმენი იყო,რა დროსაც სავარაუდოდ, მიიღო თავის ტრავმა,მერე კი არ მიაქცია ყურადღება.თავი რომ ასტკივდა, შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ასე გავიგეთ, გზაში გარდაიცვალა“, - განაცხადა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით,რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 18 წლის ახალგაზრდას ხვალ სოფელში დაკრძალავენ,შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.