ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების საკითხთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომა მაქვს - მოსამართლეობის კანდიდატი
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების საკითხთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომა მაქვს - მოსამართლეობის კანდიდატი

A+ A-

17:30 21/10/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების საკითხთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომა აქვს. ის იზიარებს პრინციპს, რომ ადამიანი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს.

„ამასთან დაკავშირებით არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ლიბერალური მიდგომა მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.