როდემდე შენარჩუნდება საქართველოში უნალექო ამინდები
როდემდე შენარჩუნდება საქართველოში უნალექო ამინდები

A+ A-

17:00 21/10/2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-24 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.