ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

A+ A-

16:13 21/10/2019

ირანის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბანდარ აბასისგან 110 კილომეტრში 5,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახური ავრცელებს.

ეპიცენტრში შოკების ინტენსივობის მიხედვით, სეისმური მოვლენა შეფასებულია, როგორც "ძალიან ძლიერი".

ევრო-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის თანახმად, მიწისძვრა იგრძნობოდა არა მხოლოდ ირანში, არამედ დოჰაში (ყატარი), აბუ დაბიში და დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

ჯერჯერობით, ცნობები დაზარალებულთა შესახებ არ ვრცელდება. ირანული მედიის ინფორმაციით, რეგიონში გაგზავნილია სამაშველო რაზმები.