ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში პლატფორმის “ქალები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში პლატფორმის “ქალები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება

A+ A-

15:27 21/10/2019

2019 წლის თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეულის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ, 22 ოქტომბერს პლატფორმის „ქალები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება.

პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ 2016 წლიდან არსებობს და სამასამდე ქალის ისტორიას ითვლის. ეს წიგნი გამოცემულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით და 64 ქალის ისტორიას აერთიანებს.

პლატფორმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტურის მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა.