ხაზარაძემ პროკურატურაში “მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა
ხაზარაძემ პროკურატურაში “მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა

A+ A-

14:46 21/10/2019

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის დედანი გენერალურ პროკურატურაში მიიტანა.

პროკურატურაში, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ დასახელდება შუამავალი, რომლის ხელითაც მან წერილი მიიღო.

“წერილი ჩაბარებულია. ახლა ჩვენ წავალთ აქედან სახალხო დამცველთან და ჩავაბარებთ ყველაფრის ასლს და იმას, რომ ყველაფერი ჩავაბარეთ პროკურატურას. დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. ჩვენ უნდა დავიცვათ ის სამართლებრივი გზები, რომელიც არსეობს. თუ ამოვწურეთ სამართლებრივი გზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და შედეგი ვერ დადგა, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებებიც. ამიტომ როგორც მოგახსენეთ და შეგპირდებით, ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტები, რომელიც შეაფსებენ სიტუაციას და იმ სამართლებრივ აქტებს სად და როგორ გავასაჩივრებთ, ეს მომავლის საქმეა,“ - განაცხადა პროკურატურაში წერილის დედანის ჩაბარების შემდეგ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“.