სარჩელს ჩავიბარებთ და იურიდიულ მოქმედებებს შემდეგ განვახორციელებთ - პაატა სალია
სარჩელს ჩავიბარებთ და იურიდიულ მოქმედებებს შემდეგ განვახორციელებთ - პაატა სალია

A+ A-

12:46 21/10/2019

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, სარჩელი ჯერ არ ჩაბარებია და დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

როგორც სალიამ “2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, შესაბამის იურიდიულ მოქმედებებს, სარჩელის გაცნობის შემდეგ განახორციელებს.

“სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის ახლა გახდა ცნობილი. ჯერჯერობით, არც სასამართლო განჩინება მიგვიღია და არც სარჩელი. საპროცესო კოდექსში წერია ვადები, თუ რა ვადებში შეიძლება სარჩელი გავაპროტესტოთ. ჩაგვბარდება დოკუმენტები და შესაბამის ვადებში იურიდიულ მოქმედებებს განვახორციელებთ. თუ ჩავთვლით, რომ არსებობს გასაჩვრების საფუძველი გავასაჩივლებთ“, - განაცხადა სალიამ სააგენტოსთან საუბარში.

დაუთმობს თუ არა წილებს ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს, ამ კითხვაზე, “რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს პასუხი არ აქვს.

“ამ ინფორმაციას არ ვფლობ. სარჩელსაც არ ვიცნობ და როდესაც გავეცნობი, ამ კითხვებზე შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანიის 60% დააყადაღა, ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. “ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ბევრ საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ მაყურებელს“ - განუცხადა სალიამ “2020NEWS“.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლების - ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის მოთხვნა დააკმაყოფილა და “რუსთავი2“-ის 60-პროცენტიანი წილი დააყადაღა.