“ქობულიამ არ გამოვრიცხავ კოალიციას ივანიშვილთანო, კი მაგრამ ერთად არ იყავით“?
“ქობულიამ არ გამოვრიცხავ კოალიციას ივანიშვილთანო, კი მაგრამ ერთად არ იყავით“?

A+ A-

11:34 21/10/2019

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ეკონომილის ყოფილი მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუს კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ქობულია მენტალურად ძალიან ჰგავს მამუკა ხაზარაძეს. 

“არა , კი ვიცოდი, მაგრამ…. ეს ვინ გვყოლია ყოფილი “ მინისტრი” თუ “ მონისტრი” თან როგორ გვანან მენტალურად ეს და ხაზარაძე?! პოლიტიკაში მივდივარო , ეს ჩამოვიდა ეტყობა “ შვებულებიდან” და “ახალი ცენტრისტული” ძალით, არ გამოვრიცხავ კოალიციას “ ოცნებასთან”, ივანიშვილთანო. კი მაგრამ ერთად არ იყავით? წამოსვლა, რად უნდოდა შე კაი კაცო უკან “ მიერთებას” ვაახ, გაძლება მოგვეცი ღმერთო, სანამ სულ “ გამოლუსტრირდნენ”, - წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარში“, „მთავარ  აქცენტებში“ გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს.