ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადება სთხოვა
ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადება სთხოვა

A+ A-

14:43 20/10/2019

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა მისთვის ხელი არ მოუწერია.

„მზად ვარ იმისთვის, რომ ევროსაბჭომ ბრიტანული პარლამენტის მიერ მოთხოვნილ გადავადებას დაუჭიროს მხარი, პრემიერის პოსტზე არჩევის დღიდან მე ყოველთვის ვამბობდი, რომ Brexit-ის გადავადება ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ინტერესებს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს დააზარალებს. ვისურვებდი, რომ ბრიტანულ პარლამენტს სხვა გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა უკვე 21 ოქტომბრიდან მთავრობა დაიწყებს მუშაობას იმაზე, რომ პროცესი 31 ოქტომბრამდე დავასრულოთ“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის წერილში.

17 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს.