უეფამ კანკავას გოლი გამოარჩია(ვიდეო)
უეფამ კანკავას გოლი გამოარჩია(ვიდეო)

A+ A-

22:45 19/10/2019

უეფამ ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სათამაშო კვირის საუკეთესო გოლები დაასახელა.

საუკეთესო გოლების ავტორებს შორის ჯაბა კანკავაც მოხვდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 15 ოქტომბერს გიბრალტარს გასვლით შეხვედრაში მართლაც ეფექტური გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელებიდან „ჯვაროსნების“ ფორმით ყველაზე დიდხანს, 15 წელია თამაშობს და მის შემადგენლობაში უკვე 85 თამაში ჩაატარა, მეტოქეთა კარი კი 10-ჯერ აიღო.