ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს რაც გაუფუჭდათ, აღდგენაში დავეხმაროთ - კახა კალაძე
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს რაც გაუფუჭდათ, აღდგენაში დავეხმაროთ - კახა კალაძე

A+ A-

15:34 19/10/2019

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურამიშვილის 30 ნომრიდან ერთ-ერთ სასტუმროში გადაყვანილი ოჯახები მოინახულა. როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახების გადაყვანა სასტუმროებში ხდება დროებით და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ კონკრეტული ადგილი უსაფრთხოა, მცხოვრებლების დაბრუნება მოხდება.

„ამ წუთებში დაზარალებულების გადაყვანა მიმდინარეობს. ვაკმაყოფილებთ მათ საცხოვრებელი ფართებით, სასტუმროებში დროებით. პარალელურად, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენი კონტრაქტორები დაიწყებენ იქ არსებული სიტუაციის დასუფთავებას და აღდგენით სამუშაოებს.

მანამდე, როგორც კი ლაბორატორია და სამხარაული გვეტყვის, ისეთ კონკრეტულ ადგილებში, სადაც შესაძლებელია შესვლა და საფრთხეს არ წარმოადგენს, დავიწყებთ ადამიანების დაბრუნებას“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, ასევე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„მერია და გამგეობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ, რაც გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენაში. თუ სარეაბილიტაციო იქნება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ზოგი ახლობელთან წავიდა, ზოგი ნათესავთან, ამ სასტუმროში 15 ოჯახია. მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.

დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ყველას დიდი ყურადღება გვმართებს. ენერგეტიკის სამინისტრომ და „თბილისი ენერჯიმ“ დაიწყო უკვე გამკაცრებული მიდგომები და შემოწმებები. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა კარს არ უღებენ და სახლში არ უშვებენ, რაც ცუდია."=განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთება დღეს დილით მოხდა, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.