ბუნებრივი აირით 2019 წელს 11 ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა
ბუნებრივი აირით 2019 წელს 11 ადამიანი გარდაიცვალა, 7 კი დაშავდა

A+ A-

15:01 19/10/2019

თბილისში მიმდინარე წელს, გაზის გაჟონვის შედეგად არაერთი აფეთქქება და მოწამლვა მოხდა, რის შედეგადაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„2020NEWS“ გთავაზობთ, მიმდინარე გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქების სავალალო სტატისტიკას.

2019 წლის 16 იანვარს დიდი ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში. ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი მცირე წლოვანი იყო.

აფეტქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა იყო. მომხდარ ფაქტზე, სამართალდამცავებმა “ყაზტრანსგაზ-თბილისისი ორი ტანამშრომელი დააკავეს. სულ რამდენიმე დღის წინ, მათ სასამართლომ 4-4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში, 31 იანვარს, ქეთევნ წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვავის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპუები ქირით ცხოვრობდნენ. მათ გარდაცვალების მიზეზი CO-თი ინტოქსიკაცია იყო.

ამ ტრაგედიიდან რამდენიმე თვეში, საბურთალოზე, ჭილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ამ შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა. ამ სტატისტიკას, დაემატა დღევანდელი აფეთქებაც, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

ყველა შემთხვევის დროს, საცხოვრებელი კორპუსები დაზიადა, რს გამოც მოსახლეობის დროებით სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ “თბილისი ენერჯი“ მოსახილეობას აფრთხილებს, გაზგაყვანილობის შემოწმების მიმართ, კომპანიას მიმართონ, თბილისში ბუნებრივი აირით აფეთქებები არ წყდება.

აღსანიშნავია, რომ კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ნაძალადევის რაიონში, სამგორში, გლდანში, ისანსა და ჩუღურეთის რაიონებში ფიქსირდება.