მოსახლეობას აფეთქებული კორპუსიდან პირადი ნივთები გამოაქვს
მოსახლეობას აფეთქებული კორპუსიდან პირადი ნივთები გამოაქვს

A+ A-

12:35 19/10/2019

გურამიშვილის გამზირზე, იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველების თანხლებით პირველადი ნივთების გამოსატანად შენობაში შეჰყავთ.

მათი შეყვანა კორპუსში სიების მიხედვით ხდება.

შეგახსენებთ, გურამიშვილის გამზირზე, კორპუსი აფეთქდა, სადაც 4 ადამიანი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.