ვაზიანში მე-4 მექანიზებული ბრიგადის იუბილე აღნიშნეს
ვაზიანში მე-4 მექანიზებული ბრიგადის იუბილე აღნიშნეს

A+ A-

19:03 18/10/2019

18 ოქტომბერი საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღეა. ბრიგადის ხელმძღვანელობამ და პირადმა შემადგენლობამ იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ღონისძიების ფარგლებში 7 სამხედრო მოსამსახურე უმწიკვლო სამსახურისთვის I და II ხარისხის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს. დღესვე, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ ჯარისკაცებს საარტილერიო ბატალიონის ახალი მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ ფუტკარაძე წარუდგინა.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. საზეიმო ღონისძიება სპორტული შეჯიბრებათა და ანსამბლ „ბეთანიის“ კონცერტით დასრულდა.