ოზურგეთში საავტომობილო გზაზე მანქანა დაიწვა
ოზურგეთში საავტომობილო გზაზე მანქანა დაიწვა

A+ A-

16:22 18/10/2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საავტომობილო გზაზე მანქანა დაიწვა. მძღოლმა მანქანიდან გადასვლა დროულად მოახერხა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სადენებზე ცეცხლის გაჩენა გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.Bottom of Form