24 წლის გოგონამ მძინარე შეყვარებულს ბენზინი დაასხა და დაწვა
24 წლის გოგონამ მძინარე შეყვარებულს ბენზინი დაასხა და დაწვა

A+ A-

14:17 18/10/2019

25 წლის გოგონამ დივანზე მწოლიარე შეყვარებულს ბენზინი დაასხა და დაწვა, INDEPENDENT-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც 24 წლის მაიკლ გონსალესმა დაბადების დღე აღნიშნა და დასაძინებლად წამოწვა, ჯინა ვირჯილომ ბენზინგასამართ სადგურზე ნაყიდი საწვავი კანისტრიდან დაასხა დივანზე, ხალიჩაზე, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა თავის შეყვარებულს. როდესაც დამნაშავეს, მოესმა მსხვერპლის შემზარავი კივილი - „ცხელა ძალიან ცხელა“, მან კარი ჩაკეტა და გაიქცა.

აღნიშნული ინციდენტი 7 წლის წინ მოხდა. მკვლელს კი განაჩენი ახლა გამოუტანეს და მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა- მის მიერ განხორციელებულ აქტს არანაირი მოტივი არ გააჩნდა, რის გამოც ექიმებმა ეჭვის საფუძველზე ჩაატარეს გამოვკელვა და გოგონას დაუდგინდა გონებრივი აშლილობა.

ვირჯილოს მშობლების განცხადებით, ფსიქიკური აშლილობა შვილზე მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც მან დიდი დოზებით ნარკოტიკურლი ნივთიერებების, კოკაინისა და ოქსიტოცინის მიღება დაიწყო ნაადრევ ასაკში.