ბარსელონა-რეალის მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო
ბარსელონა-რეალის მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო

A+ A-

10:16 18/10/2019

„ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

Dailymail-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საშეჯიბრო კომიტეტმა მიიღო, რომელიც კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. გამოცემის ცნობით, მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.

თუმცა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ზუსტ დროსთან დაკავშირებით შემდგომში გააკეთებს კომენტარს.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, ასევე კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა. ვითარება მას შემდეგ უფო გამწვავდა, რაც გასულ ღამეს 51 დემონსტრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, ისინი „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყებენენ. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.Top of Form