ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა

A+ A-

22:48 17/10/2019

ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილ მაღაროზე მაღაროელი დაიღუპა. 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

როგორც 2020NEWS-სთვის გახდა ცნობილი, უბედური შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

2020NEWS-ს აღნიშნული ინფორმაციაში ჭიათურაში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულად რა გახდა ახალგაზრდა მაღაროელის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

2020NEWS გაგა ბოჭორიშვილის გარდაცვალების დეტალებს არკვევს.