პოლიტიკაში ვინც თავისი ბიზნესის დასაცავად მოდის, შეეშვან სახელმწიფოს საფუძვლების რყევას - გაჩეჩილაძე ხაზარაძეს
პოლიტიკაში ვინც თავისი ბიზნესის დასაცავად მოდის, შეეშვან სახელმწიფოს საფუძვლების რყევას - გაჩეჩილაძე ხაზარაძეს

A+ A-

17:03 17/10/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, 2016 წლის ივნისში, ნატოს ვარშავის სამიტზე პირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შავ ზღვაში შედიოდა აშშ და ნატო. დეპუტატი ამაში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებასაც ხედავს.

„2012 წელს რომ ჩამოშორდა ქვეყანას რუსული ხელისუფლება, ამის შემდეგ გახდა სწორედ ასეთი რაღაცეების კეთება შესაძლებელი“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე გია გაჩეჩილაძემ და აქვე დასძინა: „პოლიტიკაში ვინც თავისი ბიზნესის დასაცავად მოდის, შეეშვან სახელმწიფოს საფუძვლების რყევას, თავისი პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

შეგახსენებთ, „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაზე ისაუბრა. როგორც ხაზარაძე ამბობს, მას ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ფრაზა უთხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“.