რა დროს გიორგი მარგველაშვილია?! - მამუკა მდინარაძე
რა დროს გიორგი მარგველაშვილია?! - მამუკა მდინარაძე

A+ A-

16:25 17/10/2019

 “ერთი წლის წინ რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ, იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს ახლიდან უნდა ვაგოთ პასუხი, თუ რაშია საქმე? რაღა დროს მარგველაშვილია, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.

“რა შუაშია, რაღა დროს მარგველაშვილია და რაღა დროს მაგ კანონში ცვლილებაა. რა პირადი ანგარიშსწორება, ცვლილება შარშან მივიღეთ და დღეს დავიწყეთ ანგარიშსწორებაზე საუბარი?! სერიოზულია ეს ყველაფერი?“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.