ასეთ განწირულს რომ დაინახავთ მეუღლეებს, მაშინ მიხვდებით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
ასეთ განწირულს რომ დაინახავთ მეუღლეებს, მაშინ მიხვდებით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

A+ A-

15:09 16/10/2019

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში  მეუღლის ფოტოს და თან ურთავს ტექსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მე სასტიკ და ბინძურ მანქანას ვარ დატაკებული, რომელიც საჭის და კომპიუტერულ სისტემის გარეშე მუშაობს ჩემ წინამღდეგ და ასრულებს ერთ-ერთი იმპერიის ხუშტურებს, სხვა დანარჩენი იმპერიები ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ რუსეთის იმპერია ისევ ცოცხლობს, ცოცხლობს ასეთი ადამიანების ხარჯზე, რომელნიც ჯერაც არ ჩაბარებულან წარსულს, როგორიც ივანიშვილი და სხვები და მანამ იარსებებს, სამამ იქნებიან ასეთები. ამით რისი თქმა მინდა – სანამ ასეთივე ვითარებაში არა აღმოჩნდებიან ამ დანაშაულის ჩამდენები და ის გარეწართა ხროვა როგორიც მე ვარ, დღემდე, როცა მიწევს ხელობაში ყოფნა, ჩემს ოჯახში, სადაც არის მოკლული უმოწყალოდ უდანაშაულო ერთადერთი ვაჟი, რომელზედაც დედამისს მზე და მთვარე ამოსდიოდა და დიდი სიმწრით ჰყავდა გაზრდილი და ბევრად სხვა დანარჩენებისგანაც განსხვავდებოდა ზრდილობით და ყველა ღირსეული მანერით, მაგრამ ეს ყველაფერი ამ ბავშვთან დაკავშირებული 26 დეკემბერს დასრულდა, ეს ყველაფერი ივანიშვილის დამსახურებით მოხდა, შემორჩა მარტო ის გარდერობი, თემირლანის, სადაც დილას გამთენიისას დედამისი ამ ვითარებაში მხვდება, აი ასეთ განწირულს რომ დაინახავთ თქვენს მეუღლეებს, მაშინ მიხვდებით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის და რაოდენ გაუსაძლისი და ტკივილია ამაში, ამაზე თქვენ პასუხს აგებთ, მე დარწმუნებული ვარ, ამიტომაც ვიდგები თქვენი, ამ ბინძურ ამოქმედებულ სახელმწიფო მანქანის წინაშე, მანამ სანა მთლიანად არ დაიშლება”. – წერს მაჩალიკაშვილი.