“დინამოს” 11-წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა
“დინამოს” 11-წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა

A+ A-

13:52 16/10/2019

“დინამოს” 11-წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა “დინამოელებმა” ფინალურ შეხვედრაში ვილნიუსის ჟალგირისი 1:0 დაამარცხეს და ტურნირის ოქროს მედლები გოლგაუშვებლად მოიპოვეს. ფინალური შეხვედრის ბედი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და ურთიერთშეტევებით წარიმართა, საბა ხარებაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გადაწყდა.

ზურა ელიავას გუნდმა ფინალამდე ყველა მეტოქე ისე დაამარცხა, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. „დინამომ“ ნახევარფინალში დორტმუნდის ბორუსიას 1:0 აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში ანტალიასფორს 5:0 მოუგეს. ჯგუფში თბილისელებმა ლიეტუვური ტფა-ბლუ 4:0 დაამარცხეს, მინსკის დინამოს 2:0 მოუგეს, სანკტ-პეტერბურგის ენჯელბოლს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და იმავე ანგარიშით უჟგოროდის ჩაიკა დაჯაბნეს. „დინამოელებმა“ ინდივიდუალური ტიტულებიც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდოთი უპრეცედენტოდ თბილისელთა ორივე მეკარე დაჯილდოვდა.

პრიზები გიორგი ბაშარულმა და ირაკლი ერიაშვილმა მიიღეს. გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველი კი ანდრია ბართიშვილი ზურა ელიავას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ირაკლი ერიაშვილი, გიორგი ბაშარული, თორნიკე შუბითიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა ციკოლია, გიორგი ლომიძე, ნიკა შათირიშვილი, ნიკა ადუაშვილი, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, ნიკა ბენდელიანი, შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ჯანელიძე და ცოტნე ხარებავა.