ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ - შალვა თადუმაძე
ჩემს თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ - შალვა თადუმაძე

A+ A-

16:22 09/10/2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მას მიმართა კითხვით, თუ რა დამსახურებისთვის განიხილავს ის უზენაესის თავმჯდომარედ თავს.

“მომწონს თუ არა, უნდა ვისაუბრო ჩემს დამსახურებებზე. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმდენს, რამდენსაც მე, როდესაც სახელმწიფო მანქანა მაქსიმალურად მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. მე ამას ვბედავდი, იმიტომ რომ ვიყავი თავდაჯერებული, მქონდა უკომპრომისო პოზიცია. შეიძლება სხვებს არ შევედარი, მაგრამ პროფესიულ ნაწილში დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი თავის დროზე. საადვოკატო საქმიანობაშიც საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს სწორედ ამ გამბედაობის საფუძველზე“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

გარდა ამისა, როდესაც ის საპარლამენტო მდივნის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, თადუმაძის თქმით, ყოველთვის თამამად აფიქსირებდა საკუთარ პიზიციას, იმის გაუთვალისწინებლად თუ საით მიდიოდა პროცესი. ამასთან, თადუმაძე ირწმუნება, რომ მას გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას უფლრბამოსილებისთვის არასდროს გადაუმეტებია.

“ერთი რაღაც მხიბლავს - წელიწადნახევრის გენერალურ პროკურორს ელაპარაკებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა ვერ იგონებს ამბავს, სადაც გენპროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა - ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა. არ არსებობს ამ დარბაზში ადამიანი, რომელიც ჩემს საწმიანობაზე იტყვის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნებს, ან კანონიერებას ვეფარებოდი და ვამბობდი, რომ კანონში ასე წერია და მაგიტომ ვაკეთებ, ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე გენპროკურატურაში ვარ პასუხისმგებელი, წელიწად ნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე ვარ პასუხისმგებელი“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ იურიდიულ კომიტეტზე.