დაპირებების შეუსრულებლობის გამო, მექსიკის მერი მანქანით ათრიეს
დაპირებების შეუსრულებლობის გამო, მექსიკის მერი მანქანით ათრიეს

A+ A-

15:53 09/10/2019

მექსიკის ქალაქ ლას მარგარიტასის მერს ადგილობრივი მცხოვრებლები სასტიკად მოექცნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხორხე ლუისი მათ ადმინისტრაციის შენობიდან მოიტაცეს, სატვირთო მანქანაზე გამოაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს.

სასტიკის ქმედების მიზეზი, შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებებია. ამომრჩევლებს ლუისი გზების მოწესრიგებას ჰპირდებოდა. საბოლოოდ მერის გადარჩენა პოლიციელებმა შეძლეს. ოპერაციისას 10 ადამიანი დაშავდა, 11 კი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს.

მძიმედ დაშავებული მერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.