ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელს კონცერტს მიუძღვნის
ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელს კონცერტს მიუძღვნის

A+ A-

14:01 09/10/2019

ქართველი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ჯაზმენი ავრცელებს.

მუსიკალური საღამო ხვალ, 10 ოქტომბერს რესტორან რესპუბლიკაში გაიმართება "ბილეთები არ არის, ჯავშნით მაგიდებს და დეტალებს გეტყვიან დაჯავშნის დროს. ხვალ გელოდებით. ფეხზე დასადგომადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ ადგილზე", - წერს მუსიკოსი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2 ოქტომბერს, დილით გავრცელდა. ის 84 წლის იყო. გენიელურ კომპოზიტორს ეკუთვნის არაერთი აღიარებული მუსიკა, რომელიც მან კინოსთვის და თეატრისთვის შექმნა.

მას, ასევე, დაწერილი აქვს ორკესტრული, კამერული, საგუნდო და საოპერო ნამუშევრები.