ოპოზიციამ თადუმაძეს სახინკლის დასახელება მოსთხოვა, სადაც სტუდენტობის დროს დადიოდა
ოპოზიციამ თადუმაძეს სახინკლის დასახელება მოსთხოვა, სადაც სტუდენტობის დროს დადიოდა

A+ A-

12:08 09/10/2019

გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება მოსთხოვეს, რაზეც თადუმაძემ განაცხადა, რომ მათგან ნებართვა არ აქვს და შესაბამისად, ვინაობებს ვერ დაასახელებს.

ამის შემდეგ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რომელ სახინკლეში დადიოდა გენერალური პროკურორი სტუდენტობის დროს.

„სახინკლეები მაშინ ასე არ იყო“,- განაცხადა კანდიდატმა დეპუტატის პასუხად.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.