საერთაშორისო სამართალში სამიანები მყავს, სამწუხაროდ - თადუმაძე
საერთაშორისო სამართალში სამიანები მყავს, სამწუხაროდ - თადუმაძე

A+ A-

11:57 09/10/2019

მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც ახლა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატია, უნივერსიტეტში სამიანებზე სწავლობდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მას კითხვით მიმართა, უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს ვინ ასწავლიდა. თადუმაძემ უპასუხა, რომ ერთ - ერთი ლექტორი.

ბოლოს კი, ოთარ კახიძის თქმით, აღმოჩნდა რომ შალვა თადუმაძე ამ საგანს საერთოდ არ სწავლობდა.

ოთარ კახიძე: უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს ვინ გასწავლიდათ?

შალვა თადუმაძე: ერთ- ერთი ლექტორი. მას დიპლომის ასლი მიაწოდეს, სადაც მისი შეფასებები ეწერა.

ოთარ კახიძე: ლექტორის დასახელებას არ გთხოვთ, საერთაშორისო სამართალში რა ნიშანი გყავდათ? ნახეთ, სულ რაღაც 15 საგანია.

შალვა თადუმაძე: სამიანები მყავს, სამწუხაროდ.

ხათუნა გოგორიშვილი: მაგაში არ გყავთ სამიანი.

ოთარ კახიძე: რატომ ვერ პოულობთ იცით? საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდით თქვენი დიპლომის შესაბამისად.