თამთა თოდაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული
თამთა თოდაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული

A+ A-

09:57 09/10/2019

პროკურატურამ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, უწყებაში დაიბარა.

თოდაძე პროკურატურაში დღეს, 11:30 საათზე უნდა მივიდეს.

„საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. თამთა თოდაძე 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფოირმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. მას ბრალდება საავადმყოფოში გააცნეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მოთავსებულია.