პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს - ელისო კილაძე
პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს - ელისო კილაძე

A+ A-

13:37 08/10/2019

პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როცა კობახიძის "გუნდმა" ძველებზე "გამარჯვება" მოიპოვა, მაშინვე ვთქვი, რომ სულ მალე ამათი რიგიც მოვიდოდა. პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს! იცის იმ ბრძენმა კაცმა მისი საქმე. მოახლოვდა 2020 !“, - წერს ელისო კილაძე.

ცნობისთვის, ე.წ „კობახიძის გუნდის“ წევრებად საპარლამენტო უმრავლესობაში ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სოფიო კილაძე, ნინო წილოსანი, რატი იონათამაშვილი, თამარ ხულორდავა, ირაკლი მეზურნიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კუჭავა, გიორგი ხატიძე, სოფიო ქაცარავა, ივლიანე წულაია, თამარ ჩუგოშვილი, ბექა ოდიშარია და არჩილ თალაკვაძე მოიაზრებიან.

როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების შემდეგ, ე.წ. კალაძე-კობახიძის პოლიტიკური გუნდის დაშლის სეზონი დაიწყო.