“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

A+ A-

00:18 08/10/2019
 „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნაზე აცხადებს.
„6 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული თ.ჩ. კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და მზად არის, მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს. მომხდარი ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია კომპანიის მიერ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 41 წლის მამაკაცი დაიღუპა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.